გარსაცმები

სოსისებისა და ძეხვეულის გარსაცმები უზრუნველყოფს მაღალ დაცვას, მიმზიდველ ვიზუალსა და სურსათის უსაფრთხოებას. შექმნილია პროფესიონალი მწარმოებლების საჭიროებების შესაბამისად.

გამოყენება

ახალი, მოხარშული და შებოლილი სოსისებისთვის და სხვადასხვა ტიპის ძეხვეულისთვის.

სოსისის გარსაცმის ტიპები:

ბუნებრივი გარსაცმი (ცხვრის და ღორის ნაწლავი) იდეალურია შესაწვავი, მოხარშული და შებოლილი სოსისებისთვის.

კოლაგენის გარსაცმი

ვიზუალურად პრაქტიკულად ბუნებრივი გარსაცმის იდენტურია. აქვს ფიქსირებული დიამეტრი. მზადდება სხვადასხვა შეფერილობით. გამოიყენება ყველა ტიპის სოსისის და ძეხვისთვის.

პოლიამიდური გარსაცმი

იდეალურია მოხარშულ-შებოლილი, ნახევრად შებოლილი, ნედლად შებოლილი ძეხვების და სოსისებისთვის. გარსაცმი უზრუნველყოფს პროდუქტის ხანგრძლივ შენახვას და გამოირჩევა ვიზუალური იერსახით.

ძეხვის გარსაცმის ტიპები

პოლიამიდური ბოლგაუმტარი გარსაცმი (5-7 ფენა) გამოირჩევა მაღალი მექანიკური გამძლეობით და ფორმის სტაბილურობით. შესაფერისია მოხარშული ძეხვისთვის.

პოლიამიდური ბოლგამტარი გარსაცმი

იდეალურია შებოლილი და ნახევრად შებოლილი ძეხვეულისთვის, გარსაცმი უზრუნველყოფს ხანგრძლივ შენახვას და გამოირჩევა თანამედროვე ვიზუალური იერსახით.

ფიბროუზი გარსაცმი

ცელულოზის ბაზაზე დამზადებული გარსაცმი, შესაფერისია სხვადასხვა ტიპის ძეხვისთვის. უზრუნველყოფს შესანიშნავ შებოლვის ეფექტს.

შეკვეთა და მხარდაჭერა

პროდუქციის შეკვეთა შესაძლებელია თქვენი მოთხოვნების შესაბამისად.

მეტი პროდუქტი

თერმო შეფუთვა

თქვენს პროდუქტს ვაუმჯობესებთ ჩვენი შეფუთვით

მწარმოებლები გვენდობიან მთელი ევროპის და აზიის მასშტაბით, რადგან წარმოების სწრაფი ვადებით და სტაბილური ხარისხით გამოვირჩევით.

მწარმოებლები გვენდობიან მთელი ევროპის და აზიის მასშტაბით, რადგან წარმოების სწრაფი ვადებით და სტაბილური ხარისხით გამოვირჩევით.

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელეფონი:

+995 32 2 306 171

ფოსტა:

shvidiplast@gmail.com

მისამართი:

თბილისი, მიხა ხელაშვილის 54