
IFFA 2025
3–8 მაისს ფრანკფურტში ხორცისა და ხორცის გადამუშავების ინდუსტრიის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენა IFFA 2025 გაიმართა. გამოფენის ფარგლებში შედგა შეხვედრები მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებსა და დისტრიბუტორებთან.
გავეცანით ინდუსტრიის უახლეს ინოვაციურ ტექნოლოგიებს, ეკოლოგიურად სუფთა წარმოებისა და მდგრადი განვითარების თანამედროვე მიმართულებებს, ასევე შეფუთვისა და გადამუშავების საერთაშორისო ბაზარზე წარმოდგენილ თანამედროვე პროდუქციასა და მასალებს. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ინოვაციურ მოწყობილობებს, რომლებიც ზრდის წარმოების ეფექტურობას და ამცირებს ნარჩენების რაოდენობას.
ვიზიტში მონაწილეობამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩვენი კომპანიის განვითარებასა და საერთაშორისო გამოცდილების გაფართოებაზე.
თქვენს პროდუქტს ვაუმჯობესებთ ჩვენი შეფუთვით
საკონტაქტო ინფორმაცია
ტელეფონი:
+995 32 2 306 171
ფოსტა:
shvidiplast@gmail.com
მისამართი:
თბილისი, მიხა ხელაშვილის 54